Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


2 October 2017
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“

2017 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბერის ჩათვლით, ქალაქ ბათუმში აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის და საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდასაერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“.

კონფერენციაში მონაწილეობდა 270 დელეგატი საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან, სლოვენიიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან.

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფარმაციის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ელზა ნიკოლეიშვილი, ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ლილი არაბული და ასისტენტ-პროფესორი ნოდარ სულაშვილი. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ნაშრომი "მაკროციკლური პოლიამინების მყარ-ფაზური სინთეზი, მიმართული ნეიროდეგენერაციული დაავადებებისადმი".
ნაშრომმა კარგი გამოხმაურება და დაინტერესება გამოიწვია კონფერენციის მონაწილეებში.

სტუმრების მხრიდან გამოითქვა სურვილები მომავალში ჩვენს სასწავლო და კვლევით პროექტებში ჩართულობისა და თანამშრომლობის შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად გათვლილი და დროული იყო კონფერენციაში ფარმაცევტების, ექიმების, ბიოლოგების, ქიმიკოსების და განათლების სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების ერთობლივი მონაწილეობა, რადგან, ზუსტად ამ მეცნიერებების ურთიერთკავშირი, მათი მიღწევების გათავისება და მერე პრაქტიკაში გამოყენება, ტრადიციული მედიცინისა და ფარმაციის შერწყმა თანამედროვე მედიცინასა და ფარმაციასთან, უჯრედული, ბიო, იმუნო და ნანოტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება, ახალი ფარმაკოლოგიური ჯგუფებისა და მედიკამენტების შემუშავება საბოლოო ჯამში განაპირობებს სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მსგავს კონფერენციებში განათლების მიმართულების სპეციალისტების, მათ შორის სასკოლო და უმაღლესი, სამედიცინო და ფარმაცევტული მიმართულებების ჩართულობა, მათ პრობლემებსა და მომავლის პერსპექტივებზე აზრის გაზიარება, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა და ურთიერთგაზიარება.

კონფერენციის ასეთ ჭრილში გადაწყვეტისთვის განსაკუთრებული მადლობა ბატონ ალექსანდრე ბაკურაძეს.
საერთაშორისო კონფერენციის სპონსორები იყვნენ ფარმაცევტული კომპანიები: „გეფა“, „ავერსი–ფარმა“, „ავერსი–რაციონალი“, „პსპ–ფარმა“, “ჯი–ემ–პი“, „ბიოქიმფარმი“, „ნეოფარმი“.

მადლობა კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფსა და სპონსორებს კონფერენციის წარმატებით ჩატარებისთვის!






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia